გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ცედანის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

31-08-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცედანში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპისათვის ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.


მისივე თქმით, ამჟამად ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


"ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემოფარგლულია სრულად და მინიმუმამდეა დაყვანილი ხანძრის გავრცელების საფრთხე. მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები, ტემპი არ დავარდება, გაგრძელდება აქტიური ჩართულობა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით იმედია, ხანძრის ლიკვიდაციასაც მალე შევძლებთ"-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.


ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა.

დამწვარია 10 ჰექტარი მიწის ფართობი.