| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
9-08-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის,117 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 60 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 41 ფაქტი გამოვლენილია კახეთში; 31 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, შიდა ქართლში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, იმერეთში - 10, გურიაში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 2, ქვემო ქართლში - 1.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 239 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 55 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.