გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: Daily Mail-ის გამოკითხვის თანახმად, 63% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარღვია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი

12-08-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით Daily Mail-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება, სადაც გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტობის დროს „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონი დაარღვია.


ქართველიშვილის თქმით, ამერიკელების უმრავლესობა ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს და ამით დაარღვია „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონი. არა რუსულს! არა კანონს! არა! არა! არა! არა! რაღაცას მაგონებს: ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა, კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა, რამა, ჰარე, ჰარე...


„ამერიკელი ზრდასრული ადამიანების უმეტესობის თქმით, მათ სჯერათ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაარღვია და ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს“, - აღნიშნულის შესახებ ახალ გამოკითხვაშია ნათქვამი, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს. Daily Mail-ის გამოკითხვის თანახმად, 63% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარღვია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი“, - წერს ქართველიშვილი.