გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპში გორგასალის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

13-08-2023

გორგასალის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
1003 გრძივი მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 758 737 ლარს შეადგენს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ვახტანგ მაისურაძის თქმით, გორგასალის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა და პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა გადაადგილებას მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს.