გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება

31-08-2018



შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება ხულოს, ვახტანგ გორგასლის, კოსტანტინე გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ნოე ჟორდანიას, მერაბ კოსტავას და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებზე.
დღეს, 20:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა ასევე შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც (მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან მემედ აბაშიძისა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩების კვეთამდე).
ავტოტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დააარეგულირებენ. მძღოლებს მოძრაობა ალტერნატიული, შემოვლითი ქუჩებით შეეძლებათ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ბათუმის ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.