გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

15-08-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და კახეთში 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.


იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (გეზრულა და ჩხირაულა)და კახეთში, ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ასევე, კუთვნილ მიწის ნაკვეთში ჰქონდათ მოწყობილი.


ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიფლისა და წაბლის სახეობის 21 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).


ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.