| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
17-08-2023
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, BTUბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და IT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით ჩატარებულADOBE-ის დიზაინის რეგიონული კონკურსის გამარჯვებულმა, მარიამ ბაღათურიამ ADOBE-ის გრაფიკული დიზაინის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
ADOBE-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი თემა იყო “Refugees welcome - always”. ჩემპიონატი30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ფლორიდაში (აშშ) მიმდინარეობდა და ქართველ ფინალისტებთან ერთად, მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ფინალში10 საუკეთესო გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ ფლორიდაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, BTU-სა დაIT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით, რეგიონული კონკურსი 13-23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. სწორედ აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები გაემგზავრნენ ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მეოთხე ადგილის მფლობელიმარიამ ბაღათურია გახდა.
Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების გამოვლენაა.
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
პროექტის პარტნიორები არიან: GITA, ACAG CG Georgia, Marketer.ge პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.