გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

19-08-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. 


"გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და ქალბატონ ნანა ჯანაშიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა სამინისტროს და მასში შემავალ ყველა იმ უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით  მუშაობს.


ქალბატონი ნანას ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ტყის მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი განათლების, მდგრადი განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი პროექტები ხორციელდებოდა კავკასიის რეგიონში და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნანა ჯანაშიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.