გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მხატვრის - თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო

21-08-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოხატავს გამოჩენილი მხატვრის - თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო.


მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელს საზოგადოებას.


„განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ ბატონ თეიმურაზს გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებისა და ხელოვანთა ახალი თაობების აღზრდის საქმეში.


გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.