| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
26-08-2023
"გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან - საბა ორბელიანის იგავი, "მაოხრებელი გზირი" მახსენდბოდა." - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ კელი დეგნანი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
“გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან - საბა ორბელიანის იგავი, "მაოხრებელი გზირი" მახსენდბოდა.
მისი საუბრის ანალიზს არ ვაპირებ, ერთ პასაჟზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს "სამართლიანი" არ უწოდებია. ვერ მოედავები, მაგრამ ძაღლის თავი იცით სად არის დამარხული? უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს და არც აშშ - ს არჩევნებზე დაუწერია მსგავსი რამ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აწ უკვე ყოფილი ელჩი მსგავსი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გულდასაწყვეტია...” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.