გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ღვინის ეროვნული სააგენტო 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს

31-08-2023

რთველი 2023 წლის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო,სხვადასხვა რეგიონში 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს.


ახალგაზრდები, ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად,  გასაუბრებების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს, ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს.


რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.


დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს.