გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ევროპული საქართველოს“ წევრთა ნაწილი მოძრაობას - „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა

3-09-2018

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრთა ნაწილი პოლიტიკურ გაერთიანებას - „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ უკვე ყოფილმა წარმომადგენელმა გიორგი თევდორაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს შეუერთდა ასევე სხვადასხვა რეგიონის რამდენიმე პარტიის, მათ შორის ოზურგეთში „ქართული ოცნების“ წევრი, ცირა ჯინჭრაძეც.
„დღეს ვუერთდებით გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ - გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის წინსვლის საიდუმლო არის ერთიან ძალაში და ჩვენ, ყველა ერთად აუცილებლად მოვიტანთ ცვლილებებს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლის საწინდარი“- განაცხადა თევდორაძემ.