გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კასპის სოფელ ოკამში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

1-09-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დებეტის გაზრდას ითვალისწინებს.


პროექტით დაგეგმილ მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან, მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.


წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მნათობი 2013“ ახორციელებს.


პროექტი, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 135 450 ლარია.


მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ  წყლის გაზრდილი დებეტით,  სოფელ ოკამის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.