გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გია აბაშიძე დევიდ კრამერის განცხადებაზე: არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არაა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა

4-09-2023

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება. კრამერის თქმით „პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის სწორი გადაწყვეტილება - ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არაა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. თუმცა, კოლექტიური კრამერებისთვის ნაცსექტიდან მიღებული სარგებელი დემოკრატიის პრინციპებზე უზენაესია.

 

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტოკრატიის ყოველწლიურ შეკრებას თბილისში ახალი გზავნილი დაემატა - კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი "დაუშვებელია".


არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არაა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. თუმცა, კოლექტიური კრამერებისთვის ნაცსექტიდან მიღებული სარგებელი დემოკრატიის პრინციპებზე უზენაესია. გააგრძელონ შემდგომი მარგინალიზაცია. მსგავსი 'მესიჯებით' რიგში დგანან სხვა უტიფარი, ვერცხლისმოყვარე, პენსიაზე გასული ცალკეული ამერიკელი ექს-ჩინოსნები თუ მოქმედი ცალკეული ევროპარლამენტარები“ - წერს აბაშეძე facebook - ზე.