გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

3-09-2018

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიასა და ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერიამ ერთი ერთეული ავტობუსი გაცილებით უფრო ძვირად შეიძინა, ვიდრე მისი ოფიციალური ღირებულებაა. მისივე თქმით, ეს შემთხვევა ცალსახად  სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე მიანიშნებს.

 

„სახეზე გვაქვს, რომ ბათუმის მერიამ  გაცილებით მაღალ ფასად შეიძინა  ერთი ერთეული ავტობუსი, ვიდრე მისი ოფიციალური ღირებულებაა, რაც საიტზეა გამოქყვეყნებული.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმე სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.,“-განაცხადა ქამადაძემ.