გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

5-09-2023

უმრავლესობის წევრებმა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ მთავარ საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, კანდიდატის სტატუსთან, ასევე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე.


საუბარი შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. აღინიშნა, რომ ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას, რის შემდეგაც დოკუმენტები შესაბამისი დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.


სხდომაზე ასევე იმსჯელეს საპენსიო ფონდთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადავადებაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.