გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთის რეგიონში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს

5-09-2023

5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოსშპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 1050 ტონა დაზიანებული ყურძენი.

დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი.


2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. წინასწარი  მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი.


დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას"  დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.


რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 16 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 8 ათას ტონამდე რქაწითელი, 5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 220 ღვინის საწარმო.