გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საპატიო კონსულები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებს გაეცნენ

11-09-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა, ბათუმში მიმდინარე საპატიო კონსულების კონფერენცია 2023-ში მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაციის ფარგლებში,  ღონისძიების მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებს, ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საპატიო კონსული მონაწილეობს.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, საზღვაო სფეროს განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში  შესაძლებლობათა გაფართოების საკითხებს დაეთმო.