გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა

11-09-2023

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. 8 გუნდს შორის გამართულ ფინალურ მატჩში ნაკრებმა გუნდმა ავსტრალიის გუნდი დამაჯერებლად, ანგარიშით 55-16 დაამარცხა და გამარჯვებულის თასი მოიპოვა. ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ ტურნირზე ხუთი თამაშიდან ოთხის მოგება მოახერხა და მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გუნდთან დამარცხდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.


თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.  რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართებოდა და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი იღებდა. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მესამედ მიიღო მონაწილეობა.