გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩოხატაურის ყველა სოფელში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

4-09-2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 62 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს. 
პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა, რომელსაც წამლობის დაწყებამდე რეკომენდაციები გააცნეს. 
მხარის გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ინტენსიური სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. "სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამასთან, მავნებელთან ბრძოლისას, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია კოორდინირებული მიდგომა და მოსახლეობის ჩართულობა", - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
შეწამვლითი სამუშაოები ჩატარდება ასევე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.