გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ კახიძე: კომისიამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა და ვერ გამოიკვლია, რომ საგანს, რომელიც მ.კ-ს ეჭირა, ჰქონდა მჭრელი პირი

4-09-2018

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ოთარ კახიძემ იმ პირველ რეკომენდაციაზე ისაუბრა, რაც საგამოძიებო კომისიას აქვს.
როგორც კახიძემ აღნიშნა, კომისია დასკვნაში არ მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიერ გამოყენებულ საგანს ჰქონდა მჭრელი პირი, ეს გამოძიებამ დამატებით უნდა დაადგინოს.
„ვინაიდან კომისიის სტანდარტი, მტკიცებულებითი სტანდარტი არის ერთობლიობა , რომლითაც ჩვენ ვაყალიბებთ რეკომენდაციებს, ვინაიდან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის - ამ შემთხვევაში პოტენციური ბრალდებულის სასარგებლოდ, კომისია დასკვნაში არ მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიერ გამოყენებულ საგანს ჰქონდა მჭრელი პირი, ეს გამოძიებამ უნდა დამატებით დაადგინოს“- განაცხადა კახიძემ.