გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

,,ისტორიის კვალდაკვალ''

15-09-2023

წელს პირველად ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად განახორციელა საბანაკე ტიპის შემეცნებითი ღონისძიება „ისტორიის კვალდაკვალ“.

 

ღონისძიებამ გააერთიანა არქეოლოგიითა და ისტორიით დაინტერესებული ახალგაზრდები, რომელთაც საშუალება მიეცათ, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიეღოთ მონაწილეობა არქეოლოგიურ გათხრებსა და საველე აქტივობებში.

 

დღეს პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს მონაწილეობის სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გაბაიძემ. შეხვედრის ბოლოს კი, ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.