გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ „მთავარი არხის“ ინფორმაციაზე: ეს „ფეიკი“ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, ამაზე ნათლად არაფერი ასახავს ოპოზიციის პროპაგანდისტების უბინძურეს სახეს

16-09-2023

არ დაგავიწყდეთ "მთავარი არხის" მოღალატე მანქურთების გაერთიანება. ეს ბრბო ყველანაირ ტყუილს მოიგონებს, ყველა პროვოკაციაზე წავა, ოღონდ რამენაირად საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანოს - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ეს „ფეიკი“ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ამაზე ნათლად არაფერი ასახავს ოპოზიციის პროპაგანდისტების უბინძურეს სახეს.

 

„არ დაგავიწყდეთ "მთავარი არხის" მოღალატე მანქურთების გაერთიანება. ეს ბრბო ყველანაირ ტყუილს მოიგონებს, ყველა პროვოკაციაზე წავა, ოღონდ რამენაირად საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანოს. რამდენიმე დღის წინ, მათი მოგონილი ეს ფეიკი არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ამაზე ნათლად არაფერი ასახავს ოპოზიციის პროპაგანდისტების უბინძურეს სახეს“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.