გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლადო პაპავა: ცვლილებები, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სრულ შესატყვისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და აუცილებელი იყო ამ ცვლილებების სწორედ ამ ფორმატით მიღება

20-09-2023

„ვთვლი, ეროვნული ბანკი სწორედ იმ პრინციპით მოქმედებს, რომ არ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუცია“- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

ეკონომისტის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, კონსტიტუციური სისტემა იყოს ბოლომდე დაცული.

 

მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

 

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ კონსტიტუციური სისტემა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა იმიტომ, რომ ნებისმიერი გადახვევა კონსტიტუციიდან ეს არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება სახელმწიფოსთვის. ზუსტად ამ პრინციპით უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს კიდეც ქართული სახელმწიფო. ამიტომ, ის ცვლილებები, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა, სრულ შესატყვისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და აუცილებელი იყო ამ ცვლილებების სწორედ ამ ფორმატით მიღება“-განაცხადა ლადო პაპავამ.