გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კოლექტიურმა „ნაცებმა“ რუსები იძახეთ თქვენს პარტიებში და ერთმანეთს დაუძახეთ ხოლმე - გიორგი ჩაკვეტაძე

20-09-2023

„კოლექტიურმა ნაცებმა რუსები იძახეთ თქვენს პარტიებში და ერთმანეთს დაუძახეთ ხოლმე,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე წერს. 


„დღეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა. მტკიცებულებებს ითხოვდნენ არეულობას სად ვაპირებთო და თვითონვე აღიარეს. კოლექტიურმა ნაცებმა რუსები იძახეთ თქვენს პარტიებში და ერთმანეთს დაუძახეთ ხოლმე.


ვისაც არ ახსოვს საქართველოს რა დამართნეს, ამით გაახსენებთ. ამ ხალხს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ. რა გეგმებსაც აჟღერებენ, არავინ აპირებს რომ გავუტაროთ. სახელმწიფო და საზოგადოება იდგება ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე!“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.