გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლევან ნიკოლეიშვილი: ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან და იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის რუპორად და თავი დაისამარა

21-09-2023

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ "ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე", არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, სანამ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" რუპორად ჩამოყალიბდა.

 

"სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ "ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე", არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური. წარდგენილი კანდიდატების გაწვევა არ შეიძლება. ამიტომ, ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან. ეს უვიცი ქალი იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის რუპორად და დაისამარა თავი სამუდამოდ" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი  Facebook-ზე.