გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები

21-09-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა.


"ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან.


განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში",- აღნიშნავს პრემიერი.