გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა

21-09-2023

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 დასრულდა. თიბისიმ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. იგი ოქროს გამარჯვებულად გამოვლინდა კატეგორიაში Film Craft, კამპანიით „ზაფხულის ერთი დღე“. ასევე, „ზაფხულის ერთი დღე“ ფესტივალის ფავორიტ ნამუშევრად დასახელდა.


კამპანიის ფარგლებში — ზაფხულის ერთი დღე, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია.


ამ კამპანიით თიბისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, აუდიტორიისთვის ახალი სახით მიწოდებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.


ფესტივალის გამარჯვებულები წინასწარ შერჩეულმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

გამარჯვებული ვიდეორგოლი იხილეთ აქ.