გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ჯაბა სამუშიამ „ახალგაზრდული ფორუმი 2023“-ის მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვა

21-09-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თსუ-ს სტუდენტებისთვის ანაკლიაში ხუთდღიანი “ახალგაზრდული ფორუმი 2023” გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში 200 სტუდენტი სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობაში მონაწილეობდა.

 

სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული სტუდენტური გუნდები თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. პროექტის დასასრულს სტუდენტებისთვის მუსიკალური ღონისძიება გაიმართა.