| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
22-09-2023
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დაძახებულ 'რუსეთის აგენტს' არანაირი ფასი არ აქვს. ჯერ კიდევ მიშას მმართველობის დროიდან, ხან სტუდენტებს ეძახდნენ რუსეთის აგენტებს, ხან ფოტოგრაფებს, ხან ვის, ხან ვის... მოკლედ ყველას, ვინც მათ არ მოსწონდათ, -ამის შესახებ ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მას რუსეთის აგენტად მოიხსენიებდა, თუმცა, ახლა ისინი პრეზიდენტს მთავარ პროდასავლელად თვლიან.
სულთანიშვილის განმარტებით, არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კონსერვატიული ძალები არიან სათავეში, ერთნაირი სცენარი ვითარდება, შესაბამისად, "რუსეთის აგენტი" ცარიელი სიტყვაა და მხოლოდ ემოციებზეა გათვლილი.
"რუსეთის აგენტის შესახებ..
მოკლედ "რუსეთის აგენტი" ესაა ცარიელი აღმნიშვნელი, ისტერიის უბრალო ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ ემოციებზეა გათვლილი და უცოდინარ ხალხზე ეფექტურად მოქმედებს..
პ.ს. შეიძლება ამ ისტერიის სათავეში, იდგეს ხალხი, რომელიც კრემლისგან რუბლებით ფინანსდება (ელენე ხოშტარია) ან სულაც რუსეთის მოქალაქე იყოს მაგრამ მათი მხრიდან მოსულა ყველაფერი, ორმაგი სტანდარტი და ეთიკური რელატივიზმი.." - წერს გური სულთანიშვილი Facebook-ზე.