გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი: „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო უსწრებს ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას

23-09-2023

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უსწრებს ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.

 

„საქართველოს კიდევ ერთი მყარი წარმატება ობიექტურ ფაქტებში და არა სუბიექტურ აღქმებში.

 

„ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა.

 

ამრიგად, ჩვენ ვუსწრებთ ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.

 

მნიშვნელოვანია, რომ კატეგორიაში „მიუკერძოებელი სასამართლო“ ვუსწრებთ ევროკავშირის ოთხ წევრს და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს იმ პირობებში, როცა კანდიდატის სტატუსიც კი არ გვაქვს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.