გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

26-09-2023

7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებულ აქტივისტს ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნინო ნაჭყებიამ მიიღო. 


ინფორმაციისთვის, 29 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2002 წელს დაბადებული პირი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული და ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული.


„დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ, გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უვარგისი მამა.... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს...“, - წერდა ბექა გრიგორიადისი.