გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რობერტ სინგლეტარი: არ ვფიქრობ, რომ ხალხი თურნავას წინააღმდეგია

26-09-2023

გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა რობერტ სინგლეტარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პეტიცია, რომელიც შეადგინეს, მათი შეხედულებების და პოზიციის გამოხატვა იყო.

 

„არ ვფიქრობ, რომ ხალხი თურნავას წინააღმდეგია, ვფიქრობ, ხალხი გარკვეულწილად შეშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ პეტიცია თურნავას წინააღმდეგ იყო მიმართული. პეტიცია, რომელიც შეადგინეს, მათი შეხედულებების და პოზიციის გამოხატვა იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც პეტიციის შედგენა დააორგანიზა, გადაწყვიტეს, უფრო შორს არ წასულიყვნენ. ჩემი აზრით, ეს სულელური ჭორია“, - აცხადებს რობერტ სინგლეტარი.