| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
28-09-2023
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ კონგრესზე Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა. საქმიანი ტურიზმის სფეროში წამყვანი კონგრესი დუბაიში ყოველწელიწადს იმართება.
რიგით მე-11 საერთაშორისო კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 30-მდე შეხვედრა მოაწყვეს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ კომპანიებთან და პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.
Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე 250-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და ყატარიდან.