გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გორის პატრულმა ავტობანზე გაქცეული ცხენები გადაარჩინა

6-09-2018

თბილისი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე პატრონისგან მიტოვებული ცხენები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდნენ. სოფელ შავშვებთან საავარიო სიტუაციის აცილების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს.

ეკიპაჟის წევრებმა ორი ცხენი ბორდიურებიდან გაიყვანეს და მინდორში გაუშვეს. მათი პატრონის მოძებნა კი, ვერ შეძლეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შინაური ცხოველის მიტოვების გამო, მისი მესაკუთრე ჯარიმდება. პატრულმა ჯარიმის გამოწერა ვერ შეძლო, თუმცა ცხენები გადაარჩინა და მძღოლებს საავარიო სიტუაციის საფრთხე თავიდან ააცილა
.

"შიდა ქართლი"