გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი: დაახლოებით ხუთი წლის წინ სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის პრეზიდენტი იყო და ოპოზიციისთვის - რეზიდენტი, დღეს კი პირიქით არის

3-10-2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე დაგეგმილ სხდომას ეხმაურება.

 

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამარლოში მოუწევს პასუხების გაცემა მის მიმართ არსებულ კითხვებზე.

 

„დაახლოებით ხუთი წლის წინ სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის პრეზიდენტი და ოპოზიციისთვის - რეზიდენტი იყო, დღეს კი პირიქით გახდა. ეს იქნება სათაური საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ ჩავა ქალბატონი პრეზიდენტი იქ.

 

თუ არ ჩავა, მისთვის უარესი - დაინახავს საზოგადოება, რომ ის გაურბის სიმართლისთვის თვალის გასწორებას. პრეზიდენტს მოუწევს იქ პასუხების გაცემა. იქ თქვას, რომ არღვევდა და არღვევს კონსტიტუციას და მერე ვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას," - განაცხადა მაჭარაშვილმა.