გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

წყალტუბოში საცხოვრებელი სახლი და ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიწვა

4-12-2017

წყალტუბოს სოფელ მაღლაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ადგილობრივი მცხოვრების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა. ხანძრის შედეგად ძიძიგურების სახლი სრულად დაიწვა.

მოგვიანებით, იმავე სოფლში ცეცხლი მოედო ბუჩქებს და შემდეგ ორ ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს  ხის მასალითა და 2000 ლარით დაეხმარება.

წყარო:"ქუთაისიპოსტი"