გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია - აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება

5-10-2023

ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია - აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.


პრემიერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს არა თარიღებზე, არამედ იმაზე, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება.


„ჩვენ თარიღებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რაც მთავარია - უსაფრთხოების საკითხები - ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია. აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება", - განაცხადა პრემიერმა.