გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თურქეთში გაუსაძლის სამუშაო პირობებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

7-09-2018

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში სეზონური სამუშაოსთვის ერთი თვის წინ წავიდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ. მათი თქმით, დამსაქმებელმა ისინი მოატყუა, თხილის პლანტაციებში ამუშავა და საკმარისი თანხა არ გადაუხადა.


"ჩავედით 28 ადამიანი თურქეთში თხილის მოსახეკად. ვცხოვრობდით რემზისთან ოჯახში, ვმუშაობდით, მაგრამ თანხის გარკვეული ნაწილი მოგვცეს, ნაწილი არ მოგვცეს.
წამოვედით უნიაში. ძალიან ცუდი პირობები გვქონდა რემზისთან, გაუსაძლისი პირობების გამო გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით. შემდეგ საკონსულო დაგვეხმარა და გამოგვამგზავრეს აქ, თანხა არ მოგვცეს,"-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს 18 მოქალაქე თურქეთში ერთი თვის წინ წავიდა. ისინი ამ დრომდე უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.