გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და გივი მიქანაძე 2023 წლის პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან

14-10-2023

15 ოქტომბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და გივი მიქანაძე დააკვირდებიან.

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, არჩევნებს ქალაქ კრაკოვში დააკვირდებიან, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

 

ხოლო, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, არჩევნების დამკვირვებელი ქალაქ ვარშავაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის რანგში იქნება.