გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

16-10-2023

ონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიური ტემპით მიმდინარეობს.

 

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტმა მრავალძალი - შქმერის დამაკავშირებელი გზის პროექტი შეიძინა.

 

მრავალძალი - შქმერის დამაკავშირებელი საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 8826 გრძ. მეტრს. გრძივი პროფილის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნა არსებული გზის რელიეფური პირობები და მიწის ვაკისის მდგომარეობა.

 

აღნიშნული გზის გეგმა და პროფილი დაპროექტებულია ძირითადად არსებული გზის მაქსიმალური გამოყენებით, ხელოვნური ნაგებობების, მიწისქვეშა გადამღვრელების, სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით.

 

“მრავალძალი-შქმერის დამაკავშირებელი გზა, საჩხერე-ონის გზაზე, მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს.” - ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.