| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
16-10-2023
საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ, საარჩევნო უბნების დაკეტვიდან რამდენიმე საათში ატყდა მთელი ამბავი, რათა როგორმე წინსწრებით მომხდარიყო საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რომ ამდენი ხანი ხმები ვერ დათვალეს - ასე უპასუხა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დასმულ შეკითხვას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში ითხოვდნენ დათვლილ ხმებს, მაშინ, როდესაც ეს თეორიულადაც შეუძლებელია.
მისივე თქმით, მიზანი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო.
„ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, რომ 70%-ია დათვლილი, შესაბამისად, 30% კვლავ დაუთვლელია. თითქმის ცხრის ნახევარია, შესაბამისად, რამხელა სპეკულაციასთან გვქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ათასგვარი რამ იკადრეს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო, პირველივე საათებში 3-4 საათის გასვლის შემდეგ, დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, მაშინ როდესაც იციან, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია. აგერ პოლონელები ამ დრომდე მოუნდნენ 70 % -ის დათვლას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.