გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რადგან ოპოზიციას უთხრა, დარბაზში კი არა, პარლამენტში არ შეხვიდეთ საერთოდ, გარეთ ჩაატარეთ აქციებიო

17-10-2023

“ის ხელთათმანი, რომელიც პრეზიდენტმა გადაუგდო კონსტიტუციას, კონსტიტუციამ სასამართლოში დაახვედრა, თვალი ჩაუკრა და უთხრა, რომ ამის მერე არცერთმა პრეზიდენტმა არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციაო,” - ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისადმი თავისი მოწოდებებით პრაქტიკულად, აღიაrა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერია.


„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ის პრეზიდენტია, დემოკრატია არ არის, დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ არსებობს, გარდა პრეზიდენტისა და თურმე ამის სათქმელად უცხოეთში მიდიოდა. რა თქმა უნდა, ამის ნებართვას მთავრობა ვერ მისცემდა. ამას გარდა, სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რადგან ოპოზიციას განზრახული ჰქონდა, არ შესულიყო სხდომათა დარბაზში, პრეზიდენტმა კი უთხრა, დარბაზში კი არა, პარლამენტში არ შეხვიდეთ საერთოდ, გარეთ ჩაატარეთ აქციებიო. ის ხელთათმანი, რომელიც პრეზიდენტმა გადაუგდო კონსტიტუციას, კონსტიტუციამ სასამართლოში დაახვედრა, თვალი ჩაუკრა და უთხრა, ამის მერე არცერთმა პრეზიდენტმა არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციაო. აქედან გამომდინარეობდა ზუსტად სალომე ზურაბიშვილის, როგორც დაბოღმილი ბავშვის გამოსვლა“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.