გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილები აშშ-თან ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისკენ

11-09-2018



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

მისივე თქმით, საქართველო აფასებს სენატორ მაკკეინის წვლილს გლობალურ პოლიტიკაში და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაში.

 

„აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილები აშშ-თან ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისკენ. მინდა, პატივისცემა გამოთქვა სენატორ მაკკეინის მიმართ და მივუსამძიმრო ამერიკელ მეგობრებს სენატორი მაკკეინი იყო საქარველოს ერთგული მეგობარი. ის იყო ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი და პიროვნება. ის იყო მაგალითი იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი პოლიტიკური საქმიანობის ძლიერ მორალურ პრინციპებთან შეწრყმა. ჩვენ ვაფასებთ სენატორ მაკკეინის წვლილს გლობალურ პოლიტიკაში და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაში“- განაცახდა კობახიძემ.

 

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ მიმდინარეობს.