გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კასპის სოფელ თოგოიანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

24-10-2023

კასპის მუნიციპალიტეტში, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თოგოიანში  1 075 გრძივი მეტრი მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.


გზის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი მიდელაშვილი ადგილზე გაეცნენ.


მშენებლი შპს „ჩაგელა“ ამჟამად ტრასის აღდგენის,  დამაგრების და კიუვეტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.


ხელმძღვანელი პირები მშენებელს და ადგილობრივ მოსახლეობას გზის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.


პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი  627 000 ლარს შეადგენს.