გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ნინო წილოსანი: დღეს არსებული გამოწვევები ნამდვილად ითხოვს სასჯელის გამკაცრებას ცხოველის მოკვლის შემთხვევაში

13-09-2018

პარლამენტარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საკითხი თბილისის მერის მხრიდან სწორად დანახული პრობლემაა.
მისივე თქმით, დღეს არსებული გამოწვევები ნამდვილად ითხოვს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში.


„ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა მძაფრი აგრესიის გამოხატულებაა. ეს არის თბილისის მერის მხრიდან სწორად დანახული პრობლემა და ინიციატივა, რომელსაც მივესალმები. დღეს არსებული გამოწვევები ნამდვილად ითხოვს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში.

 ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე. არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში კი დადგება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა მძაფრი აგრესიის გამოხატულებაა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პირი, რომელიც ცხოველს ზიანს აყენებს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვისაც“- ნათქვამია განცხადებაში.