გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა

28-10-2023

დღეს მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთში, კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.

 

 წელს პირველად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში,  წლის პედაგოგები გამოვლინდნენ  და მათ სიგელებთან ერთად ფულადი საჩუქარიც გადაეცათ.   

 

ასევე 2022-2023 სასწავლო  წლის 39 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა. ოქროს მედალოსნებს  500-500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს 300-300 ლარი ჩაერიცხათ. 1000 ლარით დაჯილდოვდა 100 %-იანი გრანტის მფლობელი, ლიზი იმნაძე.

 

ღონისძიებას  ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პირველი  მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე  და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.