გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ქართული ოცნება“ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

29-10-2023

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქართველი მსახიობის თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო. მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში.


ვუსამძიმრებთ თენგიზ არჩვაძის ოჯახს, მის ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - წერია პარტიის განცხადებაში.


ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 28 ოქტომბერს გავრცელდა. ის 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.


თენგიზ არჩვაძემ სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „დათა თუთაშხია“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“ და სხვაში.