გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ესპანეთში ე.წ. "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის ერთი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

19-09-2018

ესპანეთში, კატალონიის პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თხუთმეტივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ისინი ორი დაჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის  არის ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა ნახსენებია, რომ იგი 53 წლისაა და წარსულში რუსეთში იყო ნასამართლევი.

 

დაჯგუფების წევრებს ბრალად, ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა ედებათ. სამართალდამცველებმა 130 ათასი ევრო, 2 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები, ელექტროტექნიკა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს.

 

არსებული ინფორმაციით, პოლიცია სულ მცირე 10 ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.