გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის სოფელ თოგოიანის მისასვლელი გზა ეწყობა

13-11-2023

კასპის მუნიციპალიტეტის, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თოგოიანის  მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.


პროექტი, რომელიც 1 075 გრძივი მეტრი გზის მოწყობას ითვალისწინებს, რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „ჩაგელა“ ასრულებს.


სოფლის მისასვლელი გზა ასფალტირებული არასოდეს ყოფილა, დაგებული ორფენიანი ასფალტი კი მოსახლეობის კომფორტულ გადააგილებას შეუწყობს ხელს.